რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სალივანი: უკრაინას აქვს შესაძლებლობა გაიმარჯვოს ომში, თუ საჭირო იარაღს მივაწვდით

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი
AP Photo/Andrew Harnik, File

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, უკრაინამ შეძლო შეეჩერებინა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მთავარი მიზანი – ქვეყნის დამორჩილება, თუმცა, აშშ უკრაინას უფრო მეტად უნდა დაეხმაროს. ამის შესახებ სალივანმა NBC-ის ეთერში ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, უკრაინას გამარჯვება შეუძლია. უკრაინამ უკვე მიაღწია ერთ-ერთ მთავარ სამხედრო მიზანს, არ ჩაუგდო ქვეყანა ხელში რუსეთს". - აღნიშნა სალივანმა.

სალივანმა თქმით, უკრაინას გამარჯვება შეუძლია, იმ შემთხვევაში, თუ მათ ამისთვის საჭირო რესურსები ექნებათ.

"სწორედ ამიტომ აშშ-მ უნდა მიაწოდოს უკრაინას დახმარების პაკეტი, რომელიც სენატში მიიღეს, პალატამ კი უნდა დააჩქაროს და მიიღოს ეს კანონპროექტი". - თქვა სალივანმა.

ჯეიკ სალივანის შეფასებით, უკანასკნელ დღეებში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ შეფერხებებს ფრონტზე, რადგან უკრაინას არ აქვს საკმარისი საბრძოლო მასალები.

"ვხედავთ გარკვეულ შეფერხებებს, მათ შორის, უკანასკნელ დღეებში, რადგან უკრაინას არ აქვს საკმარისი საბრძოლო მასალები ავდიივკას დასაცავად. მიუხედავად ამისა, უკრაინას კვლავ აქვს შესაძლებლობა ამ ომში გამარჯვების, თუ ჩვენ მივაწვდით შესაბამის იარაღსა და რესურსებს. ეს დამოკიდებულია ჩვენზე, აშშ-ზე და ჩვენს პარტნიორებზე, რათა შევასრულოთ ვალდებულებები". - თქვა სალივანმა.

კომენტარები