რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 18 დრონიდან 16 ჩამოვაგდეთ

Pravda.com.ua

25 თებერვლის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 18 რუსული დრონიდან 16 გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

რუსეთმა შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები პრიმორსკო-არხანგელსკის ტერიტორიიდან ააფრინეს. დრონები ჩამოგდებულია კიევის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ნიკოლაევისა და ხერსონის რეგიონებში.

შეტევის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ცნობები ამ ეტაპზე არ არის.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.

კომენტარები