ხანძარი ჩინეთში

ჩინეთში, ერთ-ერთ ცათამბჯენში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ნანკინში ერთ-ერთ ცათამბჯენში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, 40-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაცია ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

ხელისუფლების ცნობით, ცეცხლი თავდაპირველად შენობის პირველ სართულზე გაჩნდა, სადაც ელექტრო ველოსიპედები ინახებოდა, თუმცა, ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სახანძრო-სამაშველო სამსახური ადგილზე 04:40 საათზე მივიდა, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია 9 საათზე მეტი ხანს გაგრძელდა. ოპერაციაში 25 სახანძრო მანქანა და 130 მეხანძრე მონაწილეობდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 44 დაშავებულიდან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ერთი კი სერიოზულად არის დაშავებული.

კომენტარები