აშშ

აშშ-ს სახდეპი თანამშრომლებს გენდერულად ნეიტრალური სიტყვებით საუბარს სთხოვს

Karim Jaafar/AFP/Getty Images

ამერიკულმა გამოცემა National Review-მ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან 5 თებერვლით დათარიღებული და სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი მოიპოვა, რომელიც თანამშრომლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი გენდერული ენისგან, როგორიც, მაგალითად, ხალხისთვის "მამაცი ქალებისა და კაცების" დაძახებაა.

დოკუმენტის თქმით, სხვის გენდერის იდენტობაზე დაშვების გაკეთებამ შესაძლოა, "პრობლემები შექმნას", ხოლო "არასწორი გენდერით მიმართვას" შეუძლია, "მტკივნეული, გაძევებითი სიგნალი" გაგზავნოს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი დოკუმენტში თანამშრომლებს მოუწოდებს, რომ "როცა შესაძლებელია, გენდერულად ნეიტრალური ენა გამოიყენონ". მაგალითად, სიტყვების - "ქალბატონებო და ბატონებო", ან "დედა/მამა", "ვაჟი/ქალიშვილი", "ქმარი/ცოლი" - დეპარტამენტი თანამშრომლებს ურჩევს, რომ უკეთესია თქვან "სამუშაო ძალა", "თქვენ ყველანი", "მშობელი", "შვილი" ან "პარტნიორი".

"როცა ვსაუბრობთ, თავი აარიდეთ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა "ფრონტის ხაზზე მებრძოლი მამაცი ქალები და კაცები", - ამბობს დეპარტამენტი და ხაზს უსვამს, რომ თანამშრომლებმა უფრო მეტად სპეციფიკური ენა უნდა გამოიყენონ, როგორიცაა "მამაცი პირველი მოპასუხეები", "მამაცი ჯარისკაცები" ან "მამაცი უსაფრთხოების სამსახურის აგენტები". - წერია დოკუმენტში.

National Review-ის მიერ დოკუმენტის მოპოვების ფაქტს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი სამშაბათს გამოეხმაურა. მისი თქმით, "სტანდარტული სამთავრობო პრაქტიკაა, რომ სცადო, ხალხი ერთმანეთის მიმართ უფრო პატივისცემისკენ წააქეზო, და ისეთი ტერმინებით ისაუბრო, რომლებიც სხვებისთვის კომფორტულია, და ხალხს ისე მიმართო, როგორც ეს მათ სურთ".

მილერმა ასევე განაცხადა, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ დოკუმენტზე ბლინკენის სახელია, ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ იგი პირდაპირ მდივნისგან არის გამოგზავნილი.

ბოლო წლებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უწყებაში "მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის" მეთაური დაიქირავა და "რასობრივ თანასწორობისა და სამართლიანობისთვის სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა". ამასთანავე, ბოლო პერიოდში დეპარტამენტში პასპორტებზე მესამე გენდერის არჩევის შესაძლებლობაც მათთვის შემოიღეს, ვინც თავს არც ქალად და არც კაცად მიიჩნევენ.

კომენტარები