რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: რუსების გაშვებული 10 დრონიდან 8 გავანადგურეთ

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

გასულ ღამით რუსებმა უკრაინას შაჰედის ტიპის ათი დრონით შეუტიეს, რომელთაგან უკრაინამ რვა გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, დრონები პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან გაუშვეს.

გარდა ამისა, გასულ ღამეს რუსებმა შავი ზღვიდან უკრაინის მიმართულებით გაუშვეს X-31P-ის ტიპის სარადარო რაკეტაც.

უკრაინის საჰაერო ძალებმა დრონები პოლტავას, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებში გაანადგურეს.

ამასთან, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, 21-22 თებერვლის ღამით ბრიანსკის ოლქში ჩამაგდეს დრონი, ხოლო როსტოვის ოლქში რაკეტას გზა გადაუჭრეს.

კომენტარები