დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა იმ ციხის მაღალჩინოსნებს, სადაც ნავალნი მოკვდა

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა არქტიკაში იმ პენიტენციური კოლონიის მაღალჩინოსნებს, სადაც რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. კოლონიის დირექტორს და მის ხუთ მოადგილეს დიდმა ბრიტანეთმა ანგარიშები გაუყინა. ასევე, სანქცირებულ ექვს პირს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლა შეეზღუდებათ. 

"ნავალნისადმი სასტიკ მოპყრობაში პასუხისმგებელი პირები არ უნდა იყვნენ ილუზიებში, ჩვენ მათ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ" - თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა. 

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ასევე მოუწოდა შესაბამის უწყებებს, რომ ალექსეი ნავალნის ცხედარი სასწრაფოდ გადასცენ მის ოჯახს. 

21 თებერვალს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით რუსეთს სანქციებს აშშ-ც დაუწესებს. 

კომენტარები