ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.34 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.18 თეთრით. 21 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6501 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8618 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.69 ლარია, ხოლო ევროსი - 2.92 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.66 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.87 ლარად.