კრიმინალი

სამეგრელოში დააკავეს კაცი, რომელიც მეზობლებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა – შსს

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს მამაკაცი, რომელიც მეზობლებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მათივე ინფორმაციით, კაცს ბრალად იარაღის უკანონოდ შენახვაც ედება. 

სამართლის დოქტორი კახა ურიადმყოფელი Facebook-ზე ავრცელებს ინფორმაციას მამაკაცის მხრიდან მეზობლებზე მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ. დაზარალებულია თსუ-ს პროფესორი, თამარ ქარაია და მისი დედა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 151-ე და 236-ე მუხლებით, რაც მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. 

ტაბულა ცდილობს თამარ ქარაიასთან დაკავშირებას და დამატებითი დეტალების გარკვევას. 

კომენტარები