მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ყოველმა მე-3 იაპონელმა, საქართველოსთან ერთად, იცის სააკაშვილი

ყველამ იცით, რომ ჩემამდე საქართველოს არავინ იცნობდა. დღესაც საქართველოს ძალიან ბევრი იცნობს, როგორც სააკაშვილის ქვეყანას. ჩემი შვილი იაპონიაში სწავლობდა - ყოველმა მე-3 იაპონელმა, საქართველოსთან ერთად, იცის სააკაშვილი. 

დღევანდელ მოღვაწეებს არ ეწყინოთ, მაგრამ არცერთის სახელი და გვარი არავინ იცის, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით. ივანიშვილს მარტო სააკაშვილთან მიმართებაში ახსენებენ, როგორც ჩემს მეციხოვნეს, მეტი არაფერი. 

თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს.

კომენტარები