თურქეთი

თურქეთში ჩინეთის ექვსი აგენტი დაიჭირეს, რომლებიც უიღურებს უთვალთვალებდნენ

Getty Images

თურქეთში ჩინეთის სადაზვერვო სამსახურის მიერ დაქირავებული ექვსი აგენტი დაიჭირეს, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში მცხოვრებ უიღურებს უთვალთვალებდნენ და მათზე შეგროვებულ ინფორმაციას ჩინურ მხარეს გადასცემდნენ

ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად თურქულმა სახელმწიფო მედია Anadolu-მ გაავრცელა. როგორც ცნობილია, ექვს ეჭვმიტანილთან ერთად პოლიციამ მეშვიდე პირი მოგვიანებით დააკავა. 

პროკურატურის მტკიცებით, ეჭვმიტანილების ეს გუნდი უიღურების საზოგადოების თურქეთში მცხოვრებ მნიშვნელოვან წევრებზე ინფორმაციას აგროვებდა. სხვა ინფორმაცია ამ საქმის შესახებ ჯერჯერობით არც პროკურატურას და არც თურქულ მედიას არ გაუვრცელებია. 

თურქეთში დაახლოებით 50 000 უიღური ცხოვრობს, რაც ცენტრალური აზიის მიღმა მათ უდიდეს დიასპორას წარმოადგენს. 

კომენტარები