ფინეთი

ფინეთი ეროვნული თავდაცვისადმი ინტერესის გასაზრდელად 300 სასროლეთს გახსნის

news.yahoo.com

ფინეთი ეროვნული თავდაცვის მიმართ საზოგადოებაში ინტერესის გასაზრდელად 300 სასროლეთს გახსნის. შაშხანის ტიპის და ტაქტიკური იარაღის სასროლეთები ღია ცის ქვეშ, ბუნებრივ გარემოში მოეწყობა.

ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წევრმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება დაეხმარება ფინელებს სროლის უნარების გაუმჯობესებაში რუსეთიდან მომდინარე გაზრდილი საფრთხის ფონზე. 

ფინეთის კონსტიტუციის მიხედვით ყველა კაცმა 18-დან 60 წლამდე უნდა დაასრულოს სავალდებულო ეროვნული თავდაცვის სამსახური. სასროლეთების გახსნის მიზანია, რომ მოსახლეობა აქტიურად ვარჯიშობდეს იარაღის სროლაში სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგაც. 

2023 წლის ბოლოს ფინეთის მემარჯვენე სახელისუფლებო კოალიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უახლოეს წლებში ფინეთში სასროლეთების რაოდენობა 1000-მდე გაიზრდება, სამხედრო სამსახურის გავლა დიაბეტის მქონე მოქალაქეებსაც შეეძლებათ და ხელი შეეწყობათ ქალებს, გაიარონ სამხედრო სამსახური. 

კომენტარები