სტიქია ავღანეთში

ავღანეთში დიდთოვლობით გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დიდთოვლობით გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა, 8 ადამიანი კი დაშავებულია.

ავღანეთის კატასტროფების მართვის სამინისტროს სპიკერის თქმით, განადგურებულია 20-მდე საცხოვრებელი სახლი.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ამინდის გამო შეფერხდა სამაშველო ოპერაციები. დიდთოვლობის გამო ჩაიკეტა გზები, ასევე, ვერ ხერხდება შემთხვევის ადგილას ვერტმფრენით მისვლაც.

როგორც BBC აღნიშნავს, რეგიონში მეწყრული პროცესები არცთუ იშვიათია. 2017 წელს ნურისტანის პროვინციაში ზვავს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 2021-ში კი წყალდიდობის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები