KGB

წამყვანი ფრანგული გამოცემის L'Express-ის რედაქტორი, ფილიპ გრუმბახი КГБ-ის აგენტი აღმოჩნდა

GETTY IMAGES

წამყვანი ფრანგული გამოცემის, L'Express-ის მთავარი რედაქტორი, ფილიპ გრუმბახი КГБ-ის აგენტი აღმოჩნდა. ინფორმაცია ფილიპ გრუმბახის КГБ-სთან ურთიერთობის შესახებ მიტროხინის არქივებიდან გამოაშკარავდა. 

საბჭოთა მაღალჩინოსანმა ვასილი მიტროხინმა 1990-იან წლებში სხვადასხვა ქვეყანაში საბჭოთა აგენტურის მუშაობის შესახებ მნიშვნელოვანი ჩანაწერები და დოკუმენტები გაასაჯაროვა. ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტის მიხედვით, ფილიპ გრუმბახი 35 წლის მანძილზე კოდური მეტსახელით - ბროკი, КГБ-სთან თანამშრომლობდა. ის ფრანგული მედიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო და მეგობრობდა ფრანგ პრეზიდენტებთან - ფრანსუა მიტერანმა, ვალერი ჟისკარ-დ'ესტენთან, მსახიობებთან - ალენ დელონთან და იზაბელ აჯანისთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან. გრუმბახი 2003 წელს გარდაიცვალა და საფრანგეთის კულტურის იმდროინდელმა მინისტრმა, ჟან-ჟაკ აიაგონმა ის მოიხსენია, როგორც "ფრანგული მედიის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და პატივსაცემი ფიგურა". 

რამდენიმე თვის წინ ფრანგული გამოცემის, L'Express-ის ს კომუნიკაციების რედაქტორს, ეტიენ ჟირარდს მიტროხინის არქივების ამ ნაწილის შესახებ შეატყობინეს, სადაც საუბარი იყო გამოცემა L'Express-ზე და აგენტზე კოდური სახელით ბროკი, რომლის ბიოგრაფიული მონაცემებიც ფილიპ გრუმბახის ბიოგრაფიას ემთხვეოდა. ჟირარდს შემდეგ საფრანგეთის საიდუმლო სამსახური დაუკავშირდა და დაუდასტურა, რომ აგენტი ბროკი ნამდვილად ფილიპ გრუმბახი იყო. 

თავად მიტროხინი წერდა, რომ გრუმბახის თავდაპირველი კავშირი КГБ-სთან იდეოლოგიურმა სიახლოვემ გამოიწვია. თუმცა მიტროხინის მიხედვით, გრუმბახის მიზანი შემდგომში ევროპაში კომუნიზმის გავრცელებაზე მეტად პარიზში ბინის საყიდლად ფულის შეგროვება იყო. როგორც ირკვევა, მხოლოდ 1976-1978 წლებში გრუმბახმა КГБ-სგან 250 000 ევრო მიიღო. გავრცელებული დოკუმენტების მიუხედავად, ჯერ კიდევ არაცხადია, თუ კონკრეტულად რა ოპერაციებში იყო ჩართული ფილიპ გრუმბახი. დოკუმენტების მიხედვით, 1974 წლის КГБ-მ გრუმბახს გადასცა მასალები, რის საფუძველზეც საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე კანდიდატებს შორის დაძაბულობა უნდა შეექმნა. 80-იან წლებში КГБ-ს და გრუმბახის ურთიერთობა დაიძაბა - სხვა აგენტები პარიზში მას არასანდოდ მოიხსენიებდნენ, რის გამოც КГБ-სთან მისი თანამშრომლობა 1981 წელს შეწყდა. ფილიპ გრუმბახის ცოლის, ნიკოლის თქმით, გრუმბახმა КГБ-სთან ურთიერთობის შესახებ მას მხოლოდ 2000-იანი წლების დასაწყისში მოუყვა. 

ფილიპ გრუმბახი 1924 წელს ებრაულ ოჯახში დაიბადა და მეორე მსოფლიო ომში აშშ-ს არმიასთან ერთად ებრძოდა ნაცისტურ რეჟიმს. ასევე 1943 წელს იბრძოდა ალჟირში წინააღმდეგობის არმიასთან ერთად. ომის შემდეგ მან მუშაობა AFP-ში დაიწყო, თუმცა მალევე სააგენტო მალევე დატოვა, რადგან ეწინააღმდეგებოდა საფრანგეთის მთავრობის პოლიტიკას ინდოჩინეთში. L'Express-ში მუშაობა მან 1954 წელს დაიწყო. 

კომენტარები