ავტოსაგზაო შემთხვევა

ქუთაისში ავარიის შედეგად ორი ქვეითის დაღუპვის საქმეზე 1 პირი დააკავეს

shutterstock

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ქვეითის დაღუპვის ფაქტზე 1 ადამიანი დააკავეს - ინფრომაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

შემთხვევა გუშინ, 15 თებერვალს მოხდა. 

როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან,  მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები