არჩევნები 2024

ღარიბაშვილი: მარტიდან, მომდევნო 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში ჩავალ

მარტიდან, მომდევნო 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში ჩასვლას ვგეგმავ. ათი გასვლითი ღონისძიება მექნება. ვაპირებ, ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და მოსახლეობას შევხვდე, რათა მათ საჭიროებებს ადგილზე გავეცნო. ამ შეხვედრების მთავარი მიზანი წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება იქნება.

ქართული ოცნება არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს. მოგეხსენებათ, ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. ამისთვის, მთლიანად ჩვენი აქტივისა და რესურსების მობილიზებაა საჭირო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი მიზანია, არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ. 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. 

კომენტარები