მე პირდაპირ ვიტყვი, ახლა უკვე ჩემ თავს მივცემ უფლებს, ვინაიდან აღარ ვარ მთავრობის ხელმძღვანელი და პარტიის ხელმძღვანელი ვარ - სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი, თითოეული ჩვენი პარტიის თითოეული წევრის თვალში. ჩვენი გადმოსახედიდან, იგი არ ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. მან უხეშად დაარღვია კონსტიტუცია არაერთგზის და სამწუხაროდ, აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას... სირცხვილია ასეთი მოქცევა ევროპაში გაზრდილი ქალბატონისგან და ჩვენი გუნდის, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის მიერ მოყვანილი პრეზიდენტისგან - ეს უნდა შევახსენო ქალბატონ სალომეს. მისი რეიტინგი იყო 1% და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ იგი მოიყვანა პრეზიდენტად და ამის შემდეგ ამ ადამიანმა უღალატა როგორც ადამიანს, ასევე გუნდს და ასევე სახელმწიფოს ინტერესებს.
ირაკლი ღარიბაშვილი
ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე: ღალატი ჩაიდინა, სირცხვილია ევროპაში გაზრდილი ქალბატონისგან
tbl.ge/6p3i
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიუნხენის კონფერენციაზე შესაძლო ვიზიტზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
ამავე თემაზე
- ომბუდსმენის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ღარიბაშვილს ციხე არ დაუტოვებია – პენიტენციური
- ღარიბაშვილს ოჯახის წევრის დაბადების დღეზე ციხე არ დაუტოვებია - პენიტენციური
- "აღიარონ, რომ სიუჟეტი იყო ცილისმწამებლური" – ღარიბაშვილის ოჯახი TV პირველს უჩივის
- ღარიბაშვილის მამის "მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა"
- ღარიბაშვილი: მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ აქვს მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა




