ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 14 თებერვლის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.34 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 2.3 თეთრით. 14 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6483 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8339 ლარი.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.69 ლარია, ხოლო ევროსი - 2.89 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.65 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.84 ლარად.

კომენტარები