WizzAir

ქუთაისის აეროპორტში ფრენები ორი საათით გადაიდო

ქუთაისის აეროპორტი
პირველი არხი

ქუთაისის აეროპორტში ფრენები ორი საათით გადაიდო, ხოლო ქუთაისი-ბარსელონას მობრუნებული რეისი 17:00-ზე შესრულდება - ინფრომაცია ტაბულას ქუთაისის აეროპორტში დაუდასტურეს. 

"აფრენიდან დაახლოებით 5-10 წუთში ჩვენმა ოპერირების სამსახურმა ეკიპაჟისგან მიიღო ინფორმაცია, რომ სასწრაფოდ ბრუნდებოდნენ ქუთაისის საერთაშორისო ეროპორტში, რადგან საჰაერო ხომალდზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია. შესაბამისად, ყველა პროცედურის მიხედვით მოხდა ყველა სამსახურების მობილიზება. ქუთაისის აეროპორტში დაფრინდა აღნიშნული საჰაერო ხომალდი და მოხდა მგზავრების ევაკუაცია მყისიერად.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ავიაკომპანიამ მიიღო ამის შესახებ ინფორმაცია და გადასცა ეკიპაჟს. 

148 მგზავრი იმყოფებოდა საჰაერო ხომალდზე და 6 ეკიპაჟის წევრი. ყველა ახლა მოთავსებული არის სტერილურ ზონაში, სადაც მათი დამატებითი შემოწმება მიმდინარეობს" - ამბობს ირაკლი ქარქაშაძე. 

კომენტარები