WizzAir

ქარქაშაძე: მიმდინარეობს ქუთაისი-ბარსელონას რეისის მგზავრების დამატებითი შემოწმება

ქუთაისის აეროპორტი
netgazeti

აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის თქმით, ქუთაისი-ბარსელონას რეისზე მყოფი მგზავრები სტერილურ ზონაში არიან გადაყვანილი და მათი დამატებითი შემოწმება მიმდინარეობს. 

"აფრენიდან დაახლოებით 5-10 წუთში ჩვენმა ოპერირების სამსახურმა ეკიპაჟისგან მიიღო ინფორმაცია, რომ სასწრაფოდ ბრუნდებოდნენ ქუთაისის საერთაშორისო ეროპორტში, რადგან საჰაერო ხომალდზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია. შესაბამისად, ყველა პროცედურის მიხედვით მოხდა ყველა სამსახურების მობილიზება. ქუთაისის აეროპორტში დაფრინდა აღნიშნული საჰაერო ხომალდი და მოხდა მგზავრების ევაკუაცია მყისიერად.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ავიაკომპანიამ მიიღო ამის შესახებ ინფორმაცია და გადასცა ეკიპაჟს. 

148 მგზავრი იმყოფებოდა საჰაერო ხომალდზე და 6 ეკიპაჟის წევრი. ყველა ახლა მოთავსებული არის სტერილურ ზონაში, სადაც მათი დამატებითი შემოწმება მიმდინარეობს" - ამბობს ირაკლი ქარქაშაძე. 

კომენტარები