თბილისის მერია

გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ბენზინგასამართებს აიღებენ, დამატებითი ზოლი მოეწყობა

რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურების აღება და იქ გზის დამატებითი ზოლის მოწყობა იგეგმება. 

"გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელი ავტოსატრანსპორტო კვანძი დღეს თბილისში ერთ-ერთი პრობლემური ადგილია. კონკრეტულად, ეს არის ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია [...] ამ საკითხის შესწავლამ ცხადყო, რომ საჭიროა ბენზინგასამართი სადგურების აღება და დამატებითი ზოლის მოწყობა.

დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ამ საკითხს გამოვიტანთ, ბენზინგასამართი სადგურების ადგილმონაცვლეობაზე ვიმსჯელებთ და უახლოეს პერიოდში საკრებულოს გავუგზავნით. თბილისის სხვადასხვა არეალში მიწის ნაკვეთებს გამოვყოფთ, რომ მესაკუთრეებმა ბენზინგასამართი სადგურების გადატანა შეძლონ. მონაცვლეობის შემდეგ, ამ სადგურების დემონტაჟსა და პროექტის განხორციელებას დავიწყებთ". - თქვა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე. 

კალაძის თქმით, მერიამ ბენზინგასამართი სადგურების გადატანასთან დაკავშირებით, მათ მფლობელებთან შეთანხმებას უკვე მიაღწია.

კომენტარები