რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კალინინგრადის გუბერნატორი უკრაინის ომის დაწყებაში იმანუელ კანტს ადანაშაულებს

მარცხნივ - ანტონ ალიხანოვი, მარჯვნივ - იმანუელ კანტი

კალინინგრადის ოლქის გუბერნატორი, ანტონ ალიხანოვი უკრაინაში მიმდინარე ომის დაწყებაში გერმანელ ფილოსოფოსს, იმანუელ კანტს ადანაშაულებს. ამის შესახებ მან პოლიტოლოგთა მეხუთე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა

იმანუელ კანტი წარმოშობით სწორედ კენიგსბერგიდან, ანუ დღევანდელი კალინინგრადიდან იყო. ის აღმოსავლეთ პრუსიის ქალაქში 1724-1804 წლებში ცხოვრობდა.

"კანტს, რომელიც აქ დაიბადა, თითქმის პირდაპირი კავშირი აქვს იმ გლობალურ ქაოსთან, გლობალურ გადაწყობასთან, რომელსაც ახლა ვეჩეხებით. მეტიც, მას აქვს პირდაპირი კავშირი უკრაინაში სამხედრო კონფლიქტთან." – თქვა ალიხანოვმა.

კალინინგრადის გუბერნატორის თქმით, კანტმა საფუძველი ჩაუყარა კლასიკურ გერმანულ ფილოსოფიას, აამაღლა გერმანული ნება და, მისივე მტკიცებით, მოწყვიტა ის "უმაღლეს ღირებულებებს", რის შედეგადაც, შეიქნმა მსგავსი "სოციო-კულტურული სიტუაციას". ალიხანოვის მტკიცებით, კანტის ნამუშევრებმა გამოიწვია პირველი მსოფლიო ომიც.

კალინინგრადი რუსეთის ქალაქი მას შემდეგ გახდა, რაც ეს რეგიონი საბჭოთა კავშირის წითელმა არმიამ მეორე მსოფლიო ომის დროს დაიკავა. ოლქი მოწყვეტილია რუსეთის ფედერაციის ძირითად ტერიტორიას და მას ესაზღვრება პოლონეთი, ლიტვა და ბალტიის ზღვა. იმანუელ კანტის საფლავი დღესაც ამ ქალაქში მდებარეობს.

კომენტარები