მადაგასკარი

მადაგასკარის პარლამენტის გადაწყვეტილებით პედოფილებს ქირურგიული კასტრაცია ჩაუტარდებათ

RIJASOLO/AFP

მადაგასკარის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, პედოფილებს ქირურგიული კასტრაციას ჩაუტარებენ. მადაგასკარის იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ ახალი კანონის მიღება ქვეყანაში ბავშვების გაუპატიურების გაზრდილი მაჩვენებლების გამო გახდა აუცილებელი. მისი ცნობით, მხოლოდ 2023 წელს მადაგასკარში ბავშვების გაუპატიურების 600 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2024 წლის იანვარში 133 შემთხვევა. 

პარლამენტში მიღებულ კანონს შემდეგ ეტაპზე მადაგასკარის კონსტიტუციური სასამართლო განიხილავს. სასამართლოს რატიფიცირების შემდეგ კანონს ქვეყნის პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს. კანონის მიხედვით, ქირურგიული კასტრაცია შეეხება იმ პედოფილებს, რომლებიც 10 წლამდე ბავშვების გაუპატიურების გამო არიან დაპატიმრებულები. 10 წლიდან 17 წლამდე არასრულწლოვანების გაუპატიურებაში ბრალდებულებს კი ქირურგიული ან ქიმიური კასტრაცია ჩაუტარდებათ. 

მადაგასკარის ახალ კანონს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ჯგუფები აკრიტიკებენ. ამის მიუხედავად, ადგილობრივი ორგანიზაციები ამ კანონის მიღებას მიესალმებიან და მათი აზრით ეს საჭირო ნაბიჯი იყო "გაუპატიურების კულტურის" დასამარცხებლად. 

კომენტარები