პოლონეთი-გერმანია

პოლონეთმა გერმანიისგან მეორე მსოფლიო ომის რეპარაციების მოთხოვნა შეამსუბუქა

რადოსლავ სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ, გერმანიისგან მეორე მსოფლიო ომის რეპარაციების მოთხოვნა შეამსუბუქა და თქვა, რომ ხანგრძლივი დავა ალტერნატიული გზებითაც შეიძლება გადაიჭრას

"გერმანიის მთავრობას ვთხოვთ, შეადგინონ პაკეტი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას დაარწმუნებს და დაანახვებს: აჰა, გერმანელები მზად არიან, საკითხზე იმუშაონ". - თქვა შიკორსკიმ Spiegel-თან ინტერვიუში

მანამდე, 2022 წელს პარტია კანონი და სამართლიანობის (PiS) მეთაურობით, პოლონეთის ყოფილმა მთავრობამ გერმანიას ნაცისტური ოკუპაციის დროს ზიანის გამო $1.3 ტრილიონის ოდენობით რეპარაცია მოსთხოვა. 

"თუ ბერლინს თანხის გადმორიცხვა სურს - მივესალმებით! ფულს წლის ბოლომდე თუ მივიღებთ, ფასდაკლებასაც გავუკეთებთ, მაგრამ უფრო სერიოზულად: ფული რთული საკითხია ომისა და კრიზისი პერიოდში". - თქვა შიკორსკიმ. 

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რეპარაციების გადახდის ნაცვლად გერმანიას შეუძლია სხვანაირად აჩვენოს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთისთვის მიყენებულ ზიანს აღიარებს, მაგალითად "დოკუმენტაციის ცენტრით, ცენტრი დიალოგისთვის, რომელიც პოლონელების ტანჯვას აღიარებს და ასევე მემორიალია". 

"შეიძლება იყოს მეორე ხილვადი ნიშანიც, მაგალითად გერმანელების მიერ ვარშავაში რომელიმე შენობის აღდგენა, რომელიც მათ გაანადგურეს, იქნებ საქსონური სასახლე". - დაამატა პოლონეთის საგარეო მინისტრმა.

შიკორსკიმ ასევე თქვა, რომ გერმანელებს "შეუძლიათ, გადარჩენილი მსხვერპლებისთვის სამედიცინო დახმარება დააფინანსონ" ან "ჩვენი ქვეყნების თავდაცვისუნარია“ნობა დააფინანსონ, რათა შეგვეძლოს ერთად დავიცვათ თავი პუტინისგან". 

"გერმანელებს მოწყვლადი მეხსიერება აქვთ. მათ იციან ჰოლოკოსტის შესახებ და ლენინგრადისა და სტალინგრადის ბლოკადა ახსოვთ, მაგრამ დაავიწყდათ, რა გაუკეთეს პოლონეთის მშვიდობიან მოსახლეობას". - თქვა შიკორსკიმ. 

კომენტარები