2024 წლის პარიზის ოლიმპიადა

2024 წლის პარიზის ოლიმპიადის მედლები ეიფელის კოშკის რკინის ნაწილაკებს შეიცავს

2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ოქროს მედალი

2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა მედლები წარადგინა.

2024 წლის პარიზის ოლიმპიადის მედლები

ზაფხულის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა შემადგენლობით განსხვავებული მედლები დაამზადეს. თითოეულ ჯილდოში არის ეიფელის კოშკის რკინის ნაწილაკებია შერეული.

"ჩატარდა უდიდესი სამუშაო იმისთვის, რომ გაგვეერთიანებინა ეს უძვირფასესი მეტალები – ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო და ეიფელის კოშკის რკინა, რომელიც საფრანგეთის მარგალიტია". – ამბობს 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ტონი ესტანგე.

ოლიმპიური მედლები საიუველირო ნაწარმის მწარმოებელმა კომპანია Chaumet-მ დაამზადა.

1896 წლიდან დღემდე ოლიმპიური თამაშებისთვის 36 600 მედალი დამზადდა, ასეთი ტიპის ცვლილება მედლების შემადგენლობაში 200-წლის განმავლობაში პირველად მოხდა. 

კომენტარები