რუსთავში 4 ადამიანის მკვლელობისა და 1 ადამიანის დაჭრისთვის ბრალდებულის ძმაც დააკავეს - ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება სსკ-ის 238-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლასროლი იარაღის (თოფის)) დაუდევრად შენახვას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გუშინ, 9 თებერვალს რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე კაცმა 4 ადამიანი მოკლა და 1 დაჭრა. პოლიციამ ბრალდებული ადგილზე დააკავა.
"დადგინდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენჯერმე ისროლა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ.
სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული. ხოლო დაჭრილია ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილი" - აცხადებს შსს.