რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: რუსების გაშვებული 31 დრონიდან 23 ჩამოვაგდეთ

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

10 თებერვლის ღამით რუსებმა იერიში მიიტანეს Shahed-136/131-ის ტიპის 31 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან უკრაინამ 23 ჩამოაგდო. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ტელეგრამ-არხზე ავრცელებს

ოკუპანტებმა დრონები ყირიმიდან და კურსკის ოლქიდან გაუშვეს.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, დრონები ოდესისა და ხარკოვის ოლქებში განადგურდა.

საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფები, საჰაერო ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები და ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა.

კომენტარები