კრიმინალი

2 თვის წინ შეგნებულად გადაწვა სახლი - რუსთავში მოკლული ერთ-ერთი პირის შვილი ბრალდებულზე

Screenshot/ FB post

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე მოკლული ერთ-ერთი პირის შვილის თქმით, თავდასხმაში ბრალდებულმა 2 თვის წინ შეგნებულად სახლი გადაწვა.

"ჩემი ნათლიის ძმისშვილია თავდამსხმელი, გიჟი, რომელმაც 2 თვის წინ ნაქირავებში, 2 თვის წინ დატოვა ჩართული ყველაფერი, გადაწვა სახლი და წავიდა, შეგნებულად ესე გააკეთა. [...] პოლიციამ გაიგო ამის შესახებ, დაადგინეს, რომ ეს ვერ იყო ცოტა კარგად და ეს გიჟი დღემდე, 3 თვეზე მეტია დადის გარეთ". - თქვა მოკლული პირის შვილმა.

9 თებერვალს რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე კაცმა 4 ადამიანი მოკლა და 1 დაჭრა. ერთ-ერთი მოკლული ბრალდებულის ბიძაა, ხოლო დაჭრილი მისი ბიძაშვილი. პოლიციამ ბრალდებული ადგილზე დააკავა.

კომენტარები