მინდა, ნაციონალური მოძრაობის ბორდის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოვეხმაურო. ყველას კარგად გვესმის, რომ სააკაშვილი მთავარი ადამიანი იქნება, ვინც ივანიშვილისა და გაჭირვების დამარცხებაში მთავარ და უდიდეს როლს შეასრულებს. სააკაშვილს საზოგადოების გაერთიანება შეუძლია, რაც ერთხელ უკვე გააკეთა. ასევე, მას შეუძლია, ხალხს ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანებაში დაეხმაროს.
ამიტომ, ცხადია, ნაციონალური მოძრაობა, გამარჯვების კოალიცია მზადაა, რომ ამ გამარჯვების კოალიციის მთავარი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი იყოს. ასევე, ის იყოს ყოველდღიურ საქმიანობაში უშუალოდ ჩართული - ფაქტობრივად, ამ დროის განმავლობაში, ეს ასეც არის. რამდენადაც შესაძლებელია, ჩვენ მასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს.