ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინი: თუ მტრები ჩვენ წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ, ჩვენ მათ გავანადგურებთ

კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების 91-ე წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ ინი კიდევ ერთხელ დაემუქრა სამხრეთ კორეასა და აშშ-ს და თქვა, რომ ძალის გამოყენების შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეა მტერს გაანადგურებს. ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

"თუ მტრები შეეცდებიან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ჩვენ თამამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ისტორიის შესაცვლელად და არ მოვერიდებით ჩვენი ძალის სრულად გამოყენებას მათ გასანადგურებლად" – თქვა კიმმა. 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა პირობა, რომ არასდროს აღარ აწარმოებს მოლაპარაკებებს სამხრეთ კორეასთან, რომელიც მან "ნომერ პირველ მტრად" მოიხსენია და აღნიშნა, რომ ძლიერი სამხედრო მზაობა ერთადერთი გზაა ჩრდილოეთ კორეის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 

კომენტარები