პირველ რიგში, გულწრფელი მადლიერება უნდა გამოვხატო და იმედი, რომელიც დაკავშირებულია მისსავე დაფუძნებულ პარტიაში, ბიძინა ივანიშვილის საპატიო თავმჯდომარედ დაბრუნებასთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტიის 41 000-ზე მეტი ნამდვილი წევრისა და მილიონზე მეტი მხარდამჭერისთვის. მადლობა მას პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის წარდგენისთვის [...] კობახიძემ ქართული ოცნების თავმჯდომარეობას იმგვარად გაართვა თავი, რომ დღეს პარტია შეკრული ოჯახია და ნებისმიერი გამოწვევის გასამკლავებლად მზადაა. მის კაბინეტთან ერთად, ახალ პრემიერმინისტრს წარმატებას ვუსურვებ 2024-2028 წლების განმავლობაში.
tbl.ge/6oun
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში, სადაც მთავრობისა და მისი პროგრამის დასამტკიცებლად, პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს უსმენენ.
ამავე თემაზე
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის
- წილოსანი: რა დაგვაკლო უაზრო კრიტიკამ და შანტაჟმა? არაფერი - პოზიციები გავიმყარეთ




