ქვეყნის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაცია, რაც 2017 წელს ხელისუფლების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა. კანდიდატის სტატუსის მიღება იყო უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური აქტი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. აქტიურად გაგრძელდება როგორც ასოცირების დღის წესრიგი, ისე ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მომზადებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის როგორც დემოკრატიული და ინსტიტუციური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. "ღირსებით ევროპისკენ" - ეს არის ჩვენი სულისკვეთება.
საქართველო-ევროკავშირი
კობახიძე: 2030 წლისთვის ევროკავშირის კანდიდატებს შორის ყველაზე უკეთ მომზადებულები ვიქნებით
tbl.ge/6otr
დაკოპირდა

თქვა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის სამომავლო საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას.
ამავე თემაზე
- ბოჭორიშვილი რეზოლუციაზე: ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება
- ევროპარლამენტმა საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
- იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
- პირველი შეხვედრა იყო, პოზიციები გავცვალეთ - ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე
- ტაბატაძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე: დიალოგი შედგა. პოზიტიურად ვარ განწყობილი




