საქართველო-რუსეთი

2023 წელს საქართველომ ყველაზე მეტი, 390.42 ტონა ვაზელინი რუსეთისგან შეიძინა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველომ 757.3 ათასი დოლარის ღირებულების 547.65 ტონა ვაზელინი შეიძინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, 411.1 ათასი დოლარითა და 97.91 ტონით ნაკლებია. 

ამასთან, როგორც საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალიდან ირკვევა, ვაზელინის მთავარი იმპორტიორი ქვეყანაში რუსეთია, რომლისგანაც საქართველომ გასულ წელს 477.14 ათასი დოლარის ვაზელინი შეიძინა. 

ქვეყნების ხუთეული, საიდანაც გასულ წელს ყველაზე მეტი ღირებულების ვაზელინი შემოვიდა:

  • რუსეთი - 477.14 ათასი დოლარის ღირებულების 390.42 ტონა; 
  • ირანი - 102.96 ათასი დოლარის 88.34 ტონა;
  • ინდოეთი - 37.48 ათასი დოლარის 27.5 ტონა;
  • გერმანია - 32.76 ათასი დოლარის 6.9 ტონა;
  • ბულგარეთი - 19.93 ათასი დოლარის 10 ტონა.

გარდა ამისა, რუსეთისგან საქართველომ ყველაზე მეტი, 480.35 ტონა ვაზელინი 2019 წელს 579.52 ათას დოლარად შეიძინა

კომენტარები