რუსეთი

რუსეთში დააკავეს სამხედრო, რომელიც თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ დრონს ონლაინ ყიდდა

DJI Mavic 2 ტიპის დრონი
Baza

რუსეთში დააკავეს სამხედრო პირი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ დრონს ონლაინ მაღაზიაში ყიდდა. ინფორმაციას გამოცემა Baza ავრცელებს.

სამხედრო DJI Mavic2 ტიპის უპილოტო საფრენო აპარატში 400 000 რუბლს ($4400) ითხოვდა. განცხადებით დაინტერესდნენ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) თანამშრომლები. მათ შეამოწმეს სერიული ნომერი და აღმოაჩინეს, რომ მოწყობილობა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა.

1 თებერვალს გამყიდველი დააკავეს. ის 33 წლის სამხედრო აღმოჩნდა, რომელის უპილოტო საფრენი აპარატების შენახვაზე იყო პასუხისმგებელი.

კომენტარები