რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ტაკერ კარლსონი, სავარაუდოდ, პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად მოსკოვში ჩავიდა

მარცხნივ - ტაკერ კარლსონი სტამბოლის აეროპორტში, მარჯვნივ - კარლსონი მოსკოვის დიდ თეატრში
Mash/Telegram

ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორი და Fox New-ის ყოფილი წამყვანი ტაკერ კარლსონი რუსეთში ჩავიდა. ინფორმაციას Telegram არხი Mash აქვეყნებს. არხის ცნობით, ტაკერ კარლსონი მოსკოვში 1-ელი თებერვლიდან იმყოფება.

ერთ-ერთ გავრცელებულ სურათში იგი არამ ხაჩატურიანის "სპარტაკის" სანახავად მოსკოვის დიდ თეატრში იმყოფება.

Telegram არხის თქმით, მეორე სურათზე სტამბოლის აეროპორტიდან რუსეთის მიმართულებით ტაკერ კარლსონის გადაჯდომის მომენტი ჩანს.

მედიაში ასევე ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ტაკერ კარლსონი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუს ჩაწერას გეგმავს.

კომენტარები