რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვა ავრცელებს ცნობას, რომ რუსეთში ბომბდამშენის პილოტი დაჭრეს

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო (ГУР) ავრცელებს ცნობას, რომ რუსეთში, ენგელსის დასახლებაში დაჭრეს სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-95-ის ეკიპაჟის მეთაური, ოლეგ სტეგაჩევი.

ГУР-ის ცნობით, 1983 წელს დაბადებული პილოტი ენგელსის ავიაბაზაზე მსახურობდა და მონაწილეობდა უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე იერიშების მიტანაში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. უწყების ცნობით, სტეგაჩევი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და ამჟამად დაზვერვა ადგენს, გადარჩა თუ არა ის.

"შეგახსენებთ, რომ ომის ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, ავტომანქანების ნომრები, ჩვეული მარშრუტები და ჩვევები". – წერს უკრაინის დაზვერვა საკუთარ განცხადებაში.

კომენტარები