ავტოავარია

ორხევის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 – დაშავდა 

თბილისში, ორხევის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი - დაშავადა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შსს-მ მიაწოდა. 

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები