ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: 2008 წელს რომ ივანიშვილი და ოცნება ყოფილიყო ხელისუფლებაში, ომი არ მოხდებოდა

ერთერთი უმთავრესი მონაპოვარი, რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ, ეს არის უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან პირველად გვაქვს უწყვეტი, ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი, რამაც შექმნა პირობები ეკონომიკური განვითარების და ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის.

რა თქმა უნდა, ამ უდიდესი მიღწევებისთვის უპირველეს ყოვლისა, მადლობა ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. რთული წარმოსადგენი არ არის, რომ 2011 წელს მის მიერ ინიცირებული ისტორიული სახალხო გამარჯვების გარეშე, არათუ ეს პროგრესი იქნებოდა შეუძლებელი, არამედ დღეს ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგებოდა. შეიძლება, გარანტირებულად ითქვას, რომ დღეს ქვეყანა ომში იქნებოდა გახვეული. და პირიქით, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ხელისუფლებაში, არ მოხდებოდა აგვისტოს ომი. მინდა, დღესაც კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ სწორედ ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება რჩება მშვიდობისა და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად.

ქართული ოცნების ახალარჩეული თავმჯდომარე, ორგზის ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის მერვე ყრილობაზე.

კომენტარები