გიგი უგულავას საქმე

სტრასბურგმა უგულავას წინააღმდეგ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა

ევროპული საქართველო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გიგი უგულავას წინააღმდეგ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. 

სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გავრცელდა. დადგინდა, რომ უგულავას წინააღმდეგ დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, რაც სამართლიან და მიუკერძოებელ სასამართლოს ითვალისწინებს. 

სასამართლოს მიხედვით, შალვა თადუმაძე გიგი უგულავას საქმის პროკურორი, ხოლო შემდეგ მოსამართლე იყო უზენაეს სასამართლოში, რამაც გამოიწვია სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. 

2020 წლის 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც თბილისის ყოფილ მერს სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილი აქვს. საკასაციო სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვაში ცნო დამნაშავედ. ამნისტიის შესახებ კანონის და იმის გათვალისწინებით, რომ უგულავა ციხეში უკვე იჯდა, უგულავას საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განუსაზღვრა.

საქმეს უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია (შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი) განიხილავდა.

2020 წლის 2 მარტს, გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ დასტურდება გიგი უგულავას მიმართ უზენაესი სასამართლოს დარღვევები.

 

 

 

 

კომენტარები