აშშ

Axios: აშშ-მ შესაძლოა პალესტინის სახელმწიფოებრიობა ცნოს

Karim Jaafar/AFP/Getty Images

Axios-ის ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი განიხილავს პალესტინის სახელმწიფოებრიობის ცნობას და ამ ინიციატივის ავტორი ენტონი ბლინკენია. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მ შესაძლოა პალესტინა ისრაელი-ჰამასის ომის დასრულების შემდეგ ცნოს სახელმწიფოდ.

აშშ-ს წარმომადგენლებს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ, რომ აშშ-ს პოლიტიკა ისრაელი-პაკისტანის საკითხის გარშემო შეიცვალა. ათწლეულების განმავლობაში აშშ არ აღიარებდა პალესტინას და ხაზს უსვამდა, რომ პალესტინის  სახელმწიფოებრიობა შეიძლება მიიღწეს მხოლოდ ისრაელთან პირდაპირი დიალოგით.  

Telegraph-ის ცნობით, პალესტინის შესაძლო აღიარებაზე ენტონი ბლინკენთან დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმაც ისაუბრა და თქვა, რომ ლონდონშიც ასევე განიხილავენ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების შესაძლებლობებს. 

ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ დიდ ბრიტანეთს ასევე აქვს პასუხისმგებლობა გადადგას ნაბიჯები ორი სახელმწიფოს პრინციპით პრობლემის გადაჭრისკენ და მათ, ერთობლივად, გაეროსთან ერთად უნდა იმუშაონ პალესტინური სახელმწიფოს ცნობის საკითხზე. 

როგორც ცნობილია, აშშ ისევ აქტიურად ლობირებს ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას. საუდის არაბეთის წარმომადგენლებმა ბოლო თვეებში რამდენჯერმე დაადასტურეს, რომ მომავალში ისრაელთან დაახლოება შეუძლებელი იქნება პალესტინური სახელმწიფოს ჩამოყალიბების გარეშე. 

კომენტარები