კრიმინალი

2023 წელს გაუპატიურების და ქორწინების იძულების შემთხვევები გაიზარდა – შსს-ს სტატისტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, წინა წელთან შედარებით, 2023 წელს რეგისტრირებული დანაშაული 0.47%-ით შემცირდა. კერძოდ, გასულ წელს საქართველოში სულ სსკ დანაშაულის 54 177 ფაქტი აღრიცხეს, 2022 წელს ეს მონაცემი - 54 435 იყო.

შსს-ს ცნობით, 6.67%-ით შემცირდა დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ (რეგისტრირებულია 1 372 ფაქტი), ხოლო 5.36%-ით - დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ (რეგისტრირებულია 6167 შემთხვევა).

1.73%-ით შემცირდა დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ, თუმცა, ჩაშლილად გაზრდილია გაუპატიურების შემთხვევები - 204 ფაქტი (+15.91%), პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება - 37 ფაქტი (+12.12%), გარყვნილი ქმედება - 129 შემთხვევა (+ 9.32%).

შსს-ს სტატისტიკით, 10.55%-ით გაიზარდა დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ, მათ შორის, 226.67%-ით (სულ აღრიცხეს 49 შემთხვევა) გაიზარდა ქორწინების იძულების ფაქტები.

3.96%-ით შემცირდა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, მათ შორის, ქურდობა და მითვისება, თუმცა, გაიზარდა ყაჩაღობის (+10.38%), ძარცვის (+2.24%), თაღლითობის (+10.54%) და გამოძალვის (+36.05%) ფაქტები.

კომენტარები