რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: რუსეთი ხერსონის ფრონტზე გააქტიურდა, მოვიგერიეთ 15 თავდასხმა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთი ხერსონის ფრონტზე გააქტიურდა, სადაც უკრაინელებმა გასულ ღამეს 15 თავდასხმა მოიგერიეს.

გენშტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები ყველაზე მეტად ავდეევკის, მარინსკისა და ხერსონის ფრონტზე აქტიურობდნენ, სადაც გასულ 24 საათში 88 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

ამავდროულად, რუსეთმა უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე და დასახლებული პუნქტების მიმართულებით 9 რაკეტა გაუშვა, 99 საჰაერო დარტყმა მიიტანა და 129-ჯერ ისროლა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. ასევე, რუსულმა ძალებმა ბოლო 24 საათში 20 შაჰედის ტიპის დრონი გაუშვეს, რომელთაგან 14 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

კომენტარები