ჩრდილოეთ კორეა-ჩინეთი

ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი საერთო ინტერესების დაცვაზე შეთანხმდნენ

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვოე ჩონგ ჰუი და ჩინეთის საგარეო საქმეთა ვიცემინისტრი, სუნ ვეიტონგი ჩრდილოეთ კორეაში გამართულ შეხვედრაზე, 2024 წლის 26 იანვარი
KCNA via REUTERS

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩოე ჰონ სუისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა ვიცემინისტრის, სუნ ვეიტონგის შეხვედრაზე მხარეები ტაქტიკური თანამშრომლობის გაძლიერებასა და საერთო ინტერესების დაცვაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას განცხადებით გამოეხმაურა ოფიციალური პეკინიც, სადაც აღნიშნეს, რომ ორმა ქვეყანამ სტრატეგიული კომუნიკაციების "ყველა დონეზე" გაძლიერების პირობა დადო და კავშირების გაღრმავებასთან დაკავშირებით "ურყევი პოზიცია" კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარე ქალაქ სინუიძუს გავლით ჩინელი დიპლომატი, სუნი ჩრდილოეთ კორეაში ხუთშაბათს, 25 იანვარს ჩავიდა.

აღსანიშნავია, რომ ფხენიანმა პეკინთან და მოსკოვთან, ტრადიციულ მოკავშირეებთან, კავშირები კიდევ უფრო გააუმჯობესა, პარალელურად კი სამხრეთ კორეასა და აშშ-სთან კონფრონტაციას აღრმავებს.

კომენტარები