ჩრდილოეთ კორეა-ჩინეთი

ჩრდილოეთ კორეა: სი ძინფინგი მზადაა, გლობალური სტაბილურობისთვის ჩვენთან ითამშრომლოს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ხვდება ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს ფხენიანში 2019 წლის ივნისი
KCNA / VIA REUTERS

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის, KCNA-ს ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს უთხრა, რომ იგი მზად იქნება ჩრდილოეთ კორეასთან ერთად რეგიონული და გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის ითანამშრომლოს.  

"სამყარო, დრო და ისტორია ახლა არნახულად იცვლება. ახალ ვითარებაში ჩვენი ორი ქვეყნის ხალხების კეთილდღეობის უზრუნველყოფაში მზად ვარ, თქვენთან ერთად ახალი და პოზიტიური წვლილი შევიტანო". – ამბობს სი, KCNA-ის ცნობით.

ამასთან ერთად, მედიაში არ საუბრობენ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვებაზე, რამაც კორეასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნების შემდეგ, კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობა გაზარდა.

სამხრეთ კორეის სარდლობის თქმით, ჩრდილოეთმა რაკეტა ფხენიანის სუნანის რაიონიდან ისროლა. რაკეტა იაპონიის სანაპიროდან 200 კილომეტრში ჩამოვარდა. იაპონელი მაღალჩინოსნების თქმით, მას ჰქონდა საკმარისი შესაძლებლობა იმისთვის, რომ აშშ-ს ტერიტორიასაც მისწვდომოდა. მარტის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის რაკეტა იაპონიის ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა.

კომენტარები