მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი: გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ, ვნახოთ ვისი აჯობებს

ეკლესიასთან ბრძოლას თავი დაანებეთ, ვერ მოერევით - "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიანო". მოკლე ისტორიული მეხსიერება არ გვაქვს. ვინც იძახის ეკლესიაზე "რუსული, რუსული, რუსული" გადახედოს ეროვნულ მოძრაობას. ნახონ, ეროვნული მოძრაობის მართლაც პატრიოტი წევრები რას ამბობდნენ მაგათზე, ვინ იყვნენ და რა იყვნენ.

გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით, მუქარის გარეშე იმიტომ, რომ არაფერზე დგახართ, არც სარწმუნოებმა, არც მრწამსი არ გაქვთ რამით, რომ შეგვიტიოთ. ჩვენთან თუ რაიმე ცუდია, თვითონ გამოვასწორებთ და თქვენ თქვენს თავებს მიხედეთ. არჩევნების წელია და ყველა უნდა შევეცადოთ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს, ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და უნდა ვისწავლოთ ერთად ცხოვრება [...] ჭკვიან ხალხს ვეუბნები, ეკლესიასთან ცოტა გონივრულად იყავით. არ გვინდა, წყნარად ვართ, გამოწვევა თუ იქნება, მივიღებთ, მერე ვნახოთ ვინ უშველის იმათ, ჩვენთან ღმერთია, იმათთან ვინ იქნება?! ვნახოთ, ვისი აჯობებს.

ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ქადაგებისას.

კომენტარები