გირჩი 2024

ხვიჩია: თუ წავაგებთ, მთელი ცხოვრება მექნება სათქმელი - იდიოტები იყავით, რომ არ ამირჩიეთ

ჩვენმა ამომრჩეველმა, შეიძლება, საერთოდ ვერ გაიღვიძოს და კიდევ უარეს დღეში ვიყოთ, ეს პარლამენტი იყოს გირჩის გარეშე, მარტო ქოცებით და ნაცებით, მაგრამ მე ასე ვუყურებ ჩემს საქმიანობას - ვაკეთებ ყველაფერს, რათა წარმატებას მივაღწიოთ, თავისუფლების იდეამ ზოგადად.

ერთადერთი, რაც მინდა - არ დავაკლო არაფერი ამას, ჩემს ბრძოლას არაფერი დააკლდეს, თორემ თუ ადამიანებს კიდევ უფრო დიდი ნარკოზი აქვთ გაკეთებული ხელისუფლების მიერ, ვიდრე მე წარმომიდგენია და ვერ გამოიღვიძებენ, მომავალში, შემდეგ თაობისთვის მექნება სათქმელი, რომ ვცადე.

ეს არის ჩემი მიზანი. მე ვცადე მაქსიმალურად ეფექტურად, ხალხი გამოიღვიძებს თუ არა, მგონი, ეს ხალხის დამოკიდებულებაც იქნება.

თუ წავაგებთ, მე დავემშვიდობები ამ პროფესიას და ხალხი გააგრძელებს ძილს, არაფერი შეიცვლება, უბრალოდ, მთელი ცხოვრება მექნება სათქმელი - იდიოტები იყავით, რომ არ ამირჩიეთ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს გირჩის დეპუტატი, იაგო ხვიჩია.

კომენტარები