თბილისის მერია

კალაძე: აუცილებელია, რომ აღმაშენებლის ხეივანსა და გელოვანზე Bus Lane-ები გაკეთდეს

მერიის დაკვეთით, დანიურმა კომპანია რამბოლმა 3 წლის განმავლობაში თბილისის სატრანსპორტო გეგმაზე იმუშავა და დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი წარმოგვიდგინა, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათის პროექტებსა და ღონისძიებებს შეიცავს, რომლის მიზანი 20-წლიან პერსპექტივაში დედაქალაქში მდგრადი სატრანსპორტო სისტემის შემდგომი განვითარებაა [...] სტრატეგია ისეთ უპრეცედენტო პროექტს მოიცავს, როგორიცაა დიდი დიღმის კავშირი ქალაქის ცენტრთან სწრაფი და კომფორტული სარკინიგზო ტრანსპორტით - შეიძლება, ეს იყოს მეტრო, ან ტრამვაი. 

აღმაშენებლის ხეივანი ისეა გადატვირთული, რომ დიდი დიღმიდან გამოსვლა ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ასევე, პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაც. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდება და მოძრაობა ორმხრივად აღდგება, ჩვენ გარკვეულ ღონისძიებებს ვგეგმავთ. იმისთვის, რომ დიდი დიღმის მოსახლეობას გარკვეულწილად ხელი შევუწყოთ იმაში, რომ უბნიდან გამოსვლა მოახერხონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი საცობში გაჭედილი არ იყოს, ამისთვის აუცილებელია, რომ აღმაშენებლის ხეივანსა და გელოვანის გამზირზე საავტობუსე ზოლები მოეწყოს. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. 

თქვა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები