სომხეთი

სომხეთის არმიის ახალი უნიფორმა NATO-ს სტანდარტების შესაბამისი იქნება

სომეხი სამხედროები

სომხეთის არმიის ახალი უნიფორმა NATO-ს სტანდარტების შესაბამისი იქნება. ამის შესახებ საუბარია პასუხში, რომელიც სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის პროპაგანდისტულ მედიას, Sputnik Armenia-ს გასცა.

გასული წლის ნოემბერში სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა პარლამენტში განაცხადა, რომ არმიაში ინიციირებული იყო სამხედრო ფორმის შეცვლის პროცესი და მიმდინარეობდა საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა.

"ახალი ფორმის არჩევაში თავდაცვის სამინისტრო მოქმედებს NATO-ს კრიტერიუმების, ასევე საერთაშორისო გამოცდილების შესწავლის შედეგების შესაბამისად. ამ პროცესის ფარგლებში კონკრეტულად შევისწავლეთ აშშ-ს, საფრანგეთის, საბერძნეთისა და ჩეხეთის არმიების ფორმები". – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარში.

ახალი ფორმის მიღების შემდეგ, თავდაცვის სამინისტრო გამოვა საკანონმდებლო ინიციატივით, რომ მოქმედი ფორმების თავისუფლად გაყიდვა აიკრძალოს.

სომხეთში არმიის ფორმაზე ტენდერი გასულ წელს გამოცხადდა.

კომენტარები