სტალინის გამოსახულება ხატზე

მანჯგალაძე: ეკლესიაში სტალინისტებიც შეიძლება იყვნენ, მაგრამ ერთიანად საუბარი არ შეიძლება

ყველა ადამიანმა თვითონ უნდა აგოს პასუხი. მართლმადიდებლური ეკლესიის ასე ერთიანად სტალინისტურად გამოცხადება არასწორია. ელემენტარული საკითხია, უნდა მივიდეთ კვირას, დავდგეთ წირვა-ლოცვაზე და მიხვდებით, რომ რუსეთი და სტალინი არაფერ შუაშია [...] შეიძლება, სტალინისტებიც იყვნენ, არ გამოვრიცხავ, მაგრამ მთელ ეკლესიაზე საუბარი არ შეიძლება.

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ მას შემდეგ, რაც რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელმა, დავით ბერძენიშვილმა ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ საპატრიარქო "პატრიარქის თამადობით, სტალინისტებითაა გაძეძგილი".

კომენტარები