ნიუ მექსიკოს სასამართლომ მსახიობ ალეკ ბოლდუინს უნებლიეთ მკვლელობის მუხლით ბრალი წარუდგინა. ნიუ მექსიკოს შტატის კანონმდებლობა, ადამიანის უნებლიეთ მკვლელობისთვის სასჯელად 18 თვემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ალეკ ბოლდუინის ადვოკატებმა BBC-სთან თქვეს, რომ ისინი სასამართლოს შემდგომ სხდომას ელოდებიან.
რამდენიმე თვის წინ მსახიობის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პროკურატურას შესაძლოა ბოლდუინისთვის ყველა ბრალდება მოეხსნა.
2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



