სტალინის გამოსახულება ხატზე

მეუფე ნიკოლოზი: სტალინის ხატზე მოხვედრა უმეცრების ბრალია, არ დააკვირდნენ, არასწორი ხატია

სტალინის მოხვედრა ხატზე, ესეც უმეცრების ბრალი იყო და არავითარი სხვა... ვინც ხატი შეუკვეთა და ვინც ხატი შეასრულა იმათი. აი, ხატმწერმა, რომელმაც დაწერა ეს ხატი, რის მიხედვით გააკეთა ეს სცენა? იმიტომ, რომ სიმართლე გითხრათ, მე მინახავს ეს ხატი სამების საკათედრო ტაძარში და არ მიმიქცევია ყურადღება ნამდვილად და ახლა როცა ესეთი ამბები ატყდა, მე დავინტერესდი, გავარკვიე ეს ყველაფერი და ორი მნიშვნელოვანი ამბავია, ერთი ის, რომ სტალინი არ ყოფილა საერთოდ წმინდა მატრონასთან სტუმრად და ამიტომ ამ ხატზე ამ სცენის გამოხატვა საერთოდ უმეცრების შედეგია და მეორე, ამის დაკავშირება რუსეთთან არ არის სწორი და რუსეთის ეკლესიაში იყო მცდელობა მსგავსი ხატის ტაძარში შეტანის და იმათმა იციან და არაფრით შეატანინეს, იმიტომ, რომ არასწორი ხატია უბრალოდ.

... მიიტანეს ხატი, შეწირეს, თუ გინახავთ ეს ხატი, ფიზიკურად დიდი ზომის ხატია და გარშემო არის ცხოვრებისეული სცენები წმინდა მატრონასი, რომელსაც უბრალოდ ვიღაცა არ დააკვირდა და მამა იოვანემ ამაზე ბოდიში მოიხადა, რომ არ შეათანხმა და დაკიდა პირდაპირ ეს ხატი... ნუ, ხდება ასეთი რაღაც, მოხდა რა რაღაც ასეთი გაუგებრობა.

ამბობს TV პირველის ეთერში მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის გამოსახულებაზე.

კომენტარები